ჩვენს შესახებ

შპს "ჯეომედსერვისი“ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომპანიას, რომელიც 2015 წლიდან უზრუნველყოფს ფართო სპექტრის გადაუდებელისამედიცინო სერვისების მიწოდებას სხვადასხვა ინდუსტრიების, ბიზნესისა და საჯარო სექტორისათვის.გარდა ამისა, კომპანია ატარებს ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიცირებულ თრენინგებს:

  • საბაზისო პირველადი დახმარების თრენინგი (საერთაშორისო სერთიფიკატი)
  • კვებითი ჰიგიენის თრენინგი (საერთაშორისო სერთიფიკატი)
  • უსაფრთხოების კურსები (ხანძარი, ელექტროობა, უსაფრთხო გადაადგილება და მართვა, მუშაობა შეზღუდულ  სივრცეში და სიმაღლეზე და სხვა)           საერთაშორისო სერთიფიკატით

შპს "ჯეომედსერვისი“პაციენტებს სთავაზობს საუკეთესო

ხარისხის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანებით, ხოლო პროფესიონალი ექიმების გუნდი, სასწრაფო რეაგირების მოსახდენად მუდმივ მზადყოფნაშია.  კომპანია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე, რაც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების მართვისათვის და სხვადასხვა სასწრაფო შემთხვევებთან გასამკლავებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანიას შეუძლია შესთავაზოს სამედიცინო სკრინინგების (დასაქმებისწინა, წლიური და სხვა) ჩატარება,  ჰიგიენის ინსპექციების (კვება და ჰიგიენა სამზარეულოებში, კემპებში  და სხვა) უზრუნველყოფა, სამედიცინო ეკიპირების შესყიდვა საიტებისთვის (AED, EYE-WASH და ა.შ)

 

ამ სახის სერვისების მიწოდებისათვის, ყველა ექიმს გავლილი აქვს სპეციალური სწავლება და შესაბამისი სერთიფიკატის მფლობელია.